საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს აცნობს.
კომიტეტის სხდომაზე საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ვენეციის კომისიის ხელმძღვანელი ჯანი ბუკიკიო საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კომისიის მიერ მომზადებული წინასწარი დასკვნის გავრცელებით შეშფოთებულია.
მისი თქმით, ვენეციის კომისიის თხოვნა იყო, რომ დოკუმენტი წინასწარ არ გასაჯაროებულიყო.
„სამწუხაროდ მოხდა, რომ გუშინ ინფორმაციამ გაჟონა. სიტყვა-სიტყვით იყო ციტირებული ჩანაწერები. ეს დოკუმენტი რეალურად ორ სუბიექტს - პარლამენტის ხელმძღვანელობასა და პრეზიდენტს ჰქონდა. გვაქვს ლეგიტიმური ეჭვი, თუ როგორ მოხდა ინფორმაციის გაჟონვა. ლეგიტიმურ ეჭვებს თავისი საფუძველი გააჩნია. ჯანი ბუკიკიო არის შეშფოთბული და ჩვენ ამ შეშფოთებას ვიზიარებთ. ძალიან სამწუხაროა, რომ უმაღლეს დონეზე ჟონავს ასეთი ინფორმაცია”, განაცხადა ირაკლი კობახიძემ კომიტეტის სხდომაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.