ირანის სულიერი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი აცხადებს, რომ საერთაშორისო "ექვსეულთან" ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმების გაფორმების გარანტია არ არსებობს. "შესაძლებელია, რომ არასაიმედო მხარეს - საერთაშორისო "ექვსეულს" სურს ჩვენი ქვეყანა შეზღუდოს. არასოდეს ვყოფილვარ ამერიკასთან შეთანხმების მიმართ ოპტიმისტურად განწყობილი", - განაცხადა აიათოლა ალი ხამენეიმ.
ირანის სულიერი ლიდერის განცხადებას წინ უძღოდა ირანის პრეზიდენტის, ჰასან რუჰანის კომენტარი, სადაც მან აღნიშნა, რომ თეირანი საერთაშორისო "ექვსეულთან" ხელს არ მოაწერს შეთანხმებას, თუ დასავლეთი ირანის წინააღმდეგ სანქციებს არ გააუქმებს. ვაშინგტონი კი სანქციების გაუქმებას ირანის მიერ პირობის შესრულების შემთხვევაში აპირებს.
"აშშ-ის პოზიცია არასოდეს ყოფილა ირანის წინააღმდეგ დაწესებული ყველა სანქციის ერთდროულად, პირველივე დღიდან გაუქმება", - განაცხადა თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა, ჯოშ ერნესტმა.
მოლაპარაკებები ექვსეულსა (აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, რუსეთი და ჩინეთი) და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის 2 აპრილს შვეიცარიაში დასრულდა. მხარეებმა ჩარჩო-შეთანხმებას მიაღწიეს, რომელიც თეირანის მიერ ურანის გამდიდრების პროცესის შემცირებას და დასავლეთის მიერ სანქციების მოხსნას ითვალისწინებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.