პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ვენეციის კომისიის დასკვნას ეხმაურება. ანა დოლიძის განცხადებით, „ვენეციის კომისიამ წინასწარ დასკვნაში ის მარტივი ჭეშმარიტება აღნიშნა, რომ დემოკრატიული კონსტიტუცია ის კონსტიტუციაა, რომელიც ხალხის ნებას ადეკვატურად ასახავს".
დოლიძის განცხადებით, ეს პრინციპი გამოიხატება და უნდა გამოიხატოს უკეთესს საარჩევნო სისტემაში, ანუ, ისეთ საარჩევნო სისტემაში, რომლის მიხედვითაც ყველა მოქალაქის ნება არ იქნება წაღებული ერთი რომელიმე პარტიის მიერ, არამედ ქვეყნის კონსტიტუციაში იქნება ასახული.
„გავეცანით იმ ვერსიას, რომელიც მედიაში გავრცელდა. რა თქმა უნდა, ეს წინასწარი დასკვნაა, თუმცა, უნდა ითქვას, რომ კომისიამ ის ყველაფერი თქვა, რაც საქართველოს მოქალაქეებმა აქამდე კარგად ვიცოდით, რომლებმაც დემოკრატიისთვის ძალიან დიდი ხანი ვიბრძოლეთ.
კონსტიტუცია დემოკრატიული მაშინ იქნება, როცა საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს შესაბამისად ასახავს", განაცხადა დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.