მოკლული პოლიციელი ბექა მარგიშვილი საპატიო წესით, საპატიო ყარაულის თანხლებით კუკიის სასაფლაოზე დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიას ბექა მარგიშვილის ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, მათ შორის მინისტრი ვახტანგ გომელაური.
დაკრძალვამდე ბექა მარგიშვილის ლექსები წაიკითხეს, ასევე მისმა მეგობრებმა მისი საყვარელი სიმღერა “ბინდისფერია სოფელი” შეასრულეს. როგორც ბექა მარგიშვილის მეგობრები აცხადებენ, იგეგმება ბექა მარგიშვილის შემოქმედებითი საღამოს გამართვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.