საქართველოს პრეზიდენტი პირველ ლედისთან და ქართულ დელეგაციასთან ერთად ვატიკანს ეწვია. ქვეყნის პირველ პირს ჩამპინოს აეროპორტში წმინდა საყდრის სახელმწიფოს წარმომადგენლები ნუნციუსი ედმონ ფარა და მამა ოუენ ქინანი დახვდნენ.
გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა ქართულ დელეგაციასთან ერთად კულტურული ღონისძიების ფარგლებში ვატიკანის მუზეუმსაც დაათვალიერებენ.
სახელმწიფოს მეთაური ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, დღეს ვატიკანში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან სამუშაო სადილს გამართავს.
საქართველოს პრეზიდენტის თანმხლები დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, ადმინისტრაციის უფროსის მოდგილე, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, წმინდა საყდართან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ გრძელიძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.