ვიცე პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა რეპერების ჯგუფის birja mafia-ს წევრების დაკავების ფაქტს ეხმაურება.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ მაქსიმალურად გამჭვირვალე და გასაგები იყოს ყველასთვის მათი ბრალეულობა და საქმის მიმდინარეობა.
„კლიპში რაც გამოხატეს, ჩემი აზრით, საშინელებაა. ასეთი უპატივცემულობა სამართლდამცველების მიმართ არის სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. მე ასე ვფიქრობ, თუმცა მათ ამისთვის პასუხს ვერ აგებინებდნენ. საუბარი იმაზე, რომ კანონი დავარღვიე და რაღაც სხვა მიზეზით მაგებინეს პასუხი, ვფიქრობ, არასერიოზულია", განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
პოლიციამ ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით ჯგუფ birja mafia-ს ორი წევრი დააკავა. თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით მათ პატიმრობა შეუფარდა.
დაკავებული რეპერი მიხეილ მგალობლიშვილი აცხადებს, რომ ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ამოუღეს, მას არ ეკუთვნის და ის პოლიციამ ჩაუდო.
მგალობლიშვილის განცხადებით, ნარკოტიკული საშუალება პოლიციამ, ჯგუფის მიერ საკუთარი კლიპით პოლიციის გაშარჟების გამო ჩაუდო.
სახალხო დამცველმა პროკურატურას, რეპერების დაკავების მოტივების შესწავლისკენ მოუწოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.