ბევრი რამ კეთდება იმისთვის, რომ სვანეთის უნიკალურ რეგიონს დამატებითი სარგებელი მოვუტანოთ, ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, აღნიშნული განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი გახარიამ სვანეთში, ზაფხულის ტურისტული სეზონის გახსნაზე გააკეთა.
გიორგი გახარია მესტიაში ზაფხულის ტურისტული სეზონის გახსნის ღონისძიებების დაწყებამდე კურორტ თეთნულდზე იმყოფებოდა, სადაც, ზაფხულის სეზონის მიუხედავად, სათხილამურო სპორტის მოყვარულები შეიკრიბნენ და ბორის კახიანის სახელობის ტურნირი ჩატარდა. გიორგი გახარიამ ტურნირში გამარჯვებულ გუნდს მედალი და საპატიო სიგელი გადასცა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დღეს დაემთხვა ზამთრის სეზონის დახურვა და ასევე ზაფხულის სეზონის გახსნა. რესურსი, რომელსაც სახელმწიფო კონცენტრირებულად ხარჯავს ტურიზმის განვითარებაში, განსაკუთრებით სამთო ტურიზმის განვითარებისთვის სვანეთსა და კონკრეტულად მესტიაში, რა თქმა უნდა, გაგრძელდება. წელს დავიწყებთ და მომავალი სეზონისთვის დავამთავრებთ ჰაწვალის საბაგიროსაც, სადაც იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ლოკაცია ტურიზმის განვითარებისთვის. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასევე მუშაობა და მალე დასრულდება მესტიისა და ჰაწვალის სივრცითი მოწყობის გეგმა. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ამ ლამაზ კუთხეს, ამ უნიკალურ რეგიონს მოვუტანოთ დამატებითი სარგებელი და დამატებითი ეკონომიკური ზრდა“ განაცხადა გიორგი გახარიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.