იტალიის პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელმაც სავარაუდოდ მილანის სასამართლოში ცეცხლი გახსნა. “ბიბისის” ცნობით, აღნიშნულ შემთხვევას ოთხი ადამიანი შეეწირა. იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თავდამსხმელი გაქცევას ცდილობდა, თუმცა მისი დაკავება კარაბინიერებმა მაინც შეძლეს.
მილანის სასამართლოში სროლის ხმამ პანიკა გამოიწვია. ასობით ადამიანი გაქცევას ცდილობდა. თვითმხილველების ცნობით, მამაკაცმა ოთხჯერ გახსნა ცეცხლი. ამ დროისათვის შემთხვევის ადგილას სიმშვიდეა. იტალიური მედია თავდამსხმელის ვინაობის შესახებაც იტყობინება. დაუდასტურებელი ცნობებით, იგი კლაუდიო ჯარდიელოა, რომელიც ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეშია ბრალდებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.