სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის საშუალებით 10 ივნისის დღის განმავლობაში კახეთის რეგიონში სამხრეთ-დასავლეთიდან რამდენიმე ეტაპად შემომავალი 1221 კმ2 საერთო ფართობის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები იქნა მოგერიებული, რისთვისაც საღამოს 19:00 საათის მდგომარეობით სისტემამ 190 ერთეულამდე რაკეტა გაისროლა.
ამის შესახებ Guardian.ge-ს „დელტადან“ აცნობეს.
„სეტყვასაშიში ღრუბლის მასები საგარეჯოს, გურჯაანის, თელავის და ყვარლის რაიონებში გავრცელდა და დაემატა ადგილობრივად წარმოქმნილი შიდამასიური ტიპის ღრუბლებიც.
ნალექმა სამხრეთ-დასავლეთიდან რეგიონში შემოიტანა უკვე ჩამოყალიბებული სეტყვის მარცვლები. კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 80-100 % შეადგინა. მოსალოდნელი სეტყვის მარცვლების ზომა 45 მმ იყო.
რაკეტებით დამუშავება საგარეჯოს რაიონის თავზე საჰაერო სივრცეში საფრენი აპარატების არსებობის გამო მნიშვნელოვანი შეზღუდვით ოთხ ეტაპად განხორციელდა.
საბოლოო ჯამში აქტიური ზემოქმედების შედეგად ნალექის უმეტესი ნაწილი ოთხივე რაიონში მსხვილი წვიმის სახით ჩამოიცალა.
ჩამოყალიბებლი სეტყვის მარცვლების ჩამოცლა მხოლოდ საგარეჯოს რაიონში დაფიქსირდა და მისი სხვა რაიონებზე გავრცელება თავიდან იქნა არიდებული.
რეგიონში ღრუბლის მასების შემოსვლა ამ დრომდე გრძელდება და სისტემა აქტიურად აგრძელებს მუშაობას“, ნათქვამია „დელტას“ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.