დავით ნარმანია: „დროებით ჩაკეტილია გმირთა მოედანი-თამარაშვილის დამაკავშირებელი გზა, თუმცა მე ახლა გამოვიარე ეს გზა და სიმშვიდეა, წყლის დონე მნიშვნელოვნად მომატებული არ არის“
10-06-2017, 15:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერი დავით ნარმანია მოადგილეებთან, საბურთალოს რაიონის გამგებელთან და თბილსერვის ჯგუფის ხელმძღვანელთან ერთად დედაქალაქის მასშტაბით, ყველა პრობლემურ ადგილზე იმყოფებოდა, რის შემდეგაც მან განაცხადა, რომ ახალდაბის გზაზე ჩამოვიდა მცირე მეწყერი, თუმცა ტექნიკამ იმუშავა და გზის ეს მონაკვეთი გაიწმინდა.

 


„დროებით ჩაკეტილია გმირთა მოედანი-თამარაშვილის დამაკავშირებელი გზა, რაც საპატრულო პოლიციამ პრევენციის მიზნით ჩაკეტა, თუმცა მე ახლა გამოვიარე ეს გზა, გმირთა მოედნიდან თამარაშვილამდე და სიმშვიდეა, წყლის დონე მნიშვნელოვნად მომატებული არ არის. ამ ეტაპისთვის, იმ ნაწილებისთვის ვმუშაობთ, სადაც გაწმენდითი სამუშაოებია საჭიროა. ინციდენტი, ან მსხვერპლი, საბედნიეროდ, არ გვაქვს“, განაცხადა დავით ნარმანიამ, როგორც ამას მერიის პრესსამსახური იტყობინება.

 

 

ძლიერი წვიმის გამო თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები გაწმენდით სამუშაოებს დედაქალაქის მასშტაბით ახორციელებენ და გზებიდან წვიმისაგან ჩამოტანილი ნაშალი მასალის გატანა მიმდინარეობს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი