ბიძინა ივანიშვილი: როგორ შეიძლება ამნისტიის ეჭვქვეშ დაყენება იმის გამო, რომ რაღაც დანაშაული მოხდა
09-04-2015, 08:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]



ამნისტიის თემა "ნაციონალების" აგორებულია და, როგორ შეიძლება, ვინმეს ეჭვი შეეპაროს, რომ ამნისტიით "ნაციონალური მოძრაობის" დროს დაკავებული უამრავი უდანაშაულო ადამიანი გათავისუფლდა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულ  შალვა აბულაძის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.


ივანიშვილის თქმით, დანაშაული, რომელიც პოლიციელის მიმართ იქნა ჩადენილი, სხვა ქვეყნებშიც ხდება.


"ასეთი შემთხვევები ყველა ქვეყანაში ხდება და არ უნდა ვთქვათ, რომ საქართველო ამ მხრივ სპეციფიურია, თუმცა ჩვენ ჩვენსას განვიცდით და ვდარდობთ. ძალიან ცუდი ამბავი მოხდა. ვსარგებლობ  შემთხვევით და მივუსამძიმრებ პოლიციელის ოჯახს, მეორე პოლიციელს კი ვუსურვებ გადარჩენას და კარგად ყოფნას", - განაცხადა ივანიშვილმა.


ყოფილი პრემიერის აზრით, "სამართალდამცველები აბულაძეს ალბათ დააკავებენ".

 


"ამნისტიის თემა "ნაცების" აგორებულია, მათ მიერ დაპატიმრებული უამრავი უდანაშაულო ადამიანი გათავისუფლდა და მხოლოდ 6 %-მდე შებრუნდა ციხეში. ეს არის უნიკალური შემთხვევა. ეს ასაბუთებს იმას, რომ აბსოლუტური უმრავლესობა იყო უდანაშაულო, თანაც აბულაძეს მგონი,  პირდაპირ არ შეხებია ამნისტია. როგორც ვიცი, "უდო" შეეხო. ამნისტიას თავს ესხმიან და ამას ნუ აყვებით ჟურნალისტები. ეჭვი ეპარება ვინმეს, რომ ბევრი უდანაშაულოდ იჯდა ციხეში? თვითონ ის ფაქტი, რომ "ნაციონალების დროს" დაკავებულებისგან 6 %-ზე მეტს არ ჩაუდენია დანაშაული და უკან არ შებრუნებულა, განა არ ამტკიცებს ირიბად რომ ბევრი უდანაშაულო იყო, ვისაც ამნისტია შეეხო? – როგორ შეიძლება ამნისტიის ეჭვქვეშ დაყენება იმის გამო, რომ რაღაც დანაშაული მოხდა, რომელიც შეიძლება მოხდეს ნებისმიერ შემთხვევაში. ხომ არ შეიძლება ამნისტიამ ამხელა აქცია დაუპირისპირო", - აღნიშნა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი