კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავის, სოსო ოსორაულის ოჯახის წევრებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ზვიად გონაძემ განაცხადა, რომ იოსებ ოსორაულის ტყვეობიდან დახსნასთან დაკავშირებით ქართული საგარეო უწყების მხრიდან ბოლო თვეებში ინტენსიური ქმედებები ხორციელდება, მაგრამ გაერო-ს მიერ გამოთქმული მოსაზრებით, „დიდი ალბათობით, იოსებ ოსორაული დაღუპულია“. მან აღნიშნა, რომ ოსორაულის ოჯახის წევრებს ბოლო სიახლეები მიაწოდეს.
„მივაწოდეთ ინფორმაცია, ერთის მხრივ, იმ სიახლეების შესახებ, რაც გაგვაჩნია დღეისთვის იოსებ ოსორაულის შესახებ, ხოლო მეორეს მხრივ, ჩავაყენეთ საქმის კურსში დეტალურად იმ ნაბიჯების შესახებ, რასაც საგარეო საქმეთა სამინსიტრო ბოლო თვეების განმავლობაში ინტენსიურად ახორციელებდა იოსებ ოსორაულის ტყვეობიდან დახსნასთან დაკავშირებით... ვინაიდან ფაქტობრივი დასტური არ არის, მხოლოდ შეიძლება სავარაუდოდ იყოს საუბარი, გაეროს მისიამ თავის წყაროებზე დაყრდნობით გამოთქვა მოსაზრება, რომ დიდი ალბათობით, იოსებ ოსორაული დაღუპულია“, განაცხადა ზვიად გონაძემ.
ქართულ საგარეო უწყებაში მიმდინარე შეხვედრა სოსო ოსორაულის ძმამ, პროტესტის ნიშნად დატოვა. მანამდე კი სოსო ოსორაულის მხარდამჭერი აქცია საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობასთან გაიმართა. ქართველი მფრინავის ოჯახის წევრები, თანასოფლელები და რიგითი მოქალაქეები სამინისტროს ხელმძღვანელობისაგან ოსორაულის ადგილმდებარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენასა და ტყვეობიდან დახსნას ითხოვდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.