პროკურატურამ შალვა აბულაძეს ბრალი დაუსწრებლად წაუყენა
09-04-2015, 10:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


ქ. თბილისის პროკურატურამ შალვა აბულაძეს ბრალი დაუსწრებლად წაუყენა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 19,3531-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს პოლიციელის სიცოცხლის მოსპობას მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას.


გამოძიებით დადგენილია, რომ 2015 წლის 4 აპრილს, ისანი–სამგორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა – ვახტანგ გულიაშვილმა, ვალერიან გრძელიშვილმა და ბექა მარგიშვილმა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, შემოწმების მიზნით გაჩერებისაკენ მოუწოდეს მოქალაქე შალვა აბულაძეს, რომელიც  თბილისში, ჯავახეთის ქუჩაზე ვარკეთილის მეტროსადგურის მიმართულებით გადაადგილდებოდა. შეჩერების მოწოდებისთანავე, შ. აბულაძემ  მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან პოლიციელთა მიმართულებით გახსნა ცეცხლი, რის შედეგადაც ბექა მარგიშვილი მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა, ხოლო ვალერიან გრძელიშვილი ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებებით დღემდე მოთავსებულია N1 კლინიკურ საავადმყოფოში.


1977 წელს დაბადებული შალვა აბულაძე, 2015 წლის 23 იანვარს, ქ. ბორჯომში, პოლიციის თანამშრომლების – გიორგი ბერუაშვილის მკვლელობისა და გიორგი მახარაშვილის მკვლელობის მცდელობისთვის იძებნება. იგი წარსულში არაერთგზისაა ნასამართლევი, მათ შორის ყაჩაღობისა და მკვლელობის მცდელობისთვის.


2015 წლის 5 აპრილს, გამთენიისას, დაახლოებით 6 საათზე, შალვა აბულაძის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით გატარებული სამძებრო ღონისძიებებისას, იგი შემჩნეულ იქნა ქ. თბილისში, წულუკიძის ქუჩის მიმდებარედ, რა დროსაც სამართალდამცავების დანახვისთანავე მან კვლავ გახსნა ცეცხლი პოლიციელების მიმართულებით და შეძლო მიმალვა. საბედნიეროდ ამ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.


გამოძიება გძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის მე-3 ნაწილით (პოლიციელის სიცოცხლის მოსპობა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით), 19,3531-ე მუხლის მე-3 ნაწილით (პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით),  და 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) რაც სასჯელის ზომად  თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს პროკურატურა იშუამდგომლებს სასამართლოს წინაშე ბრალდებულ შ.აბულაძის მიმართ დასუწრებლად აღკვეთის ღონისძიების სახით  პატიმრობის გამოყენების შესახებ.


ამ დროისათვის საქმეზე პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიმდინარეობს ინტენსიური ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიებები შ.აბულაძის  ადგილსამყოფელის დადგენისა და მისი დაკავების მიზნით.

 

 

კომენტარები: 1
#1   Joesph
      
Dieser stand zum Zeitpunkt unseres Besuchs bei
knapp 145 USD (bis zu 500 USD sind möglich). Außerdem gibt es die Möglichkeit, zusätzlich 10 % wöchentliches Cashback zu erhalten. Alternativ zum klassischen Neukundenbonus gibt es noch ein Highroller Bonus.
Innerhalb dieser Zeit müssen die Freispiele vollständig abgerufen die Umsatzbedingungen erfüllt werden.
Das Immerion Casino beeindruckt mit einer Spielauswahl, die kaum Wünsche offenlässt.

Alle wichtigen Funktionen wie die Spielauswahl, Einzahlungsmöglichkeiten und der Kundensupport sind leicht
zugänglich und gut organisiert. Das Immerion Casino
bietet eine benutzerfreundliche Plattform, die sowohl auf dem Desktop als auch
auf mobilen Geräten überzeugt. Obwohl das Immerion Casino keine native App anbietet, stellt es eine optimierte Web-App zur Verfügung,
die direkt über den Browser zugänglich ist. Das Immerion Casino bietet eine vielseitige
Auswahl an Zahlungsmethoden ohne Gebühren für Einzahlungen und
Auszahlungen. Das Immerion Casino bietet eine breite Auswahl an Zahlungsmethoden für Ein- und Auszahlungen,
darunter Kreditkarten, Banküberweisungen, E-Wallets und Kryptowährungen.

References:
https://online-spielhallen.de/bruno-casino-bewertung-ein-detaillierter-blick-auf
-das-spielerlebnis/
20 დეკემბერი 2025 14:20
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი