საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ცენტრისტული პარტია დიდი უპირატესობით იმარჯვებს. ინფორმაციას BBC საპარლამენტო არჩევნების პირველი რაუნდის დასრულების შემდეგ ავრცელებს.
საარჩევნო უბნები დაიხურა და პროგნოზირებები აჩვენებს, რომ ეროვნული ასამბლეის 577 ადგილიდან 445-ს მაკრონის „წინ, რესპუბლიკა“ (La Republique en) და მისი მოკავშირე MoDem-ი იღებენ. მათ ხმების 32.3% ერგოთ, მე-2 ადგილზე გავიდნენ მემარჯვენე ცენტრისტი რესპუბლიკელები (16%-ზე დაბალი), მაშინ როცა სოციალისტებმა, საფრანგეთის ყოფილმა მმართველმა პარტიამ მხოლოდ 7.4%, ხოლო მარინ ლე პენის ულტრა-მემარჯვენე ეროვნულმა ფრონტმა 13.2% მიიღო.
მაგრამ არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა 2012 წელთან შედარებით მკვეთრად დაბალი იყო - 48.7%, მაშინ როცა 2012 წლის პირველ ტურში ამომრჩეველთა 57.2%-მა გამოხატა მისი პოლიტიკური ნება.
მაკრონის პარტია სულ რაღაც 1 წელზე მეტია რაც დაფუძნდა და ბევრ კანდიდატს მცირე პოლიტიკური გამოცდილება აქვს ან საერთოდ არ გააჩნია ის.
არჩევნების მეორე ტური მომავალ კვირას ჩატარდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.