საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ქვეყნის მოქმედ კონსტიტუციას „ერთ-ერთ ყველაზე დაუხვეწავს“ უწოდებს და ამბობს, რომ ახალი კონსტიტუციის შექმნის უმთავრესი მიზანია „დაუხვეწავი საპარალამენტო მმართველობის მოდელის გარდაქმნა დახვეწილ საპარლამენტო მმართველობად“.
„კონსტიტუცია უნდა იყოს მთავარი სახელმძღვანელო დოკუმენტი, მათ შორის, ახალგაზრდა იურისტებისთვის. როცა კითხულობ კონსტიტუციას, ზუსტად უნდა იცოდე, როგორ უნდა იყოს შემუშავებული და მომზადებული ნორმატიული აქტი და საკანონმდებლო აქტი. სამწუხაროდ, დღევანდელი კონსტიტუცია ასეთი სახელმძღვანელოს ფუნქციას ვერ ასრულებს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დაუხვეწავი საკანონმდებლო აქტი, რაც კი მოქმედებს საქართველოში“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის საქართველოს რიგით XVIII ეროვნულ საერთო კრებაზე სიტყვით გამოსვლისას, როგორც ამას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის პროცესში ბევრი ადამიანი იყო ჩართული. დოკუმენტიც, სწორედ, ფართო ჩართულობისა და განხილვების საფუძველზე შემუშავდა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო რეფორმას ორი ძირითადი მიზანი ჰქონდა - კონსტიტუციის შესაბამისობის უზრუნველყოფა კონსტიტუციური სამართლის პრინციპებთან და დაუხვეწავი საპარალამენტო მმართველობის მოდელის გარდაქმნა დახვეწილ საპარლამენტო მმართველობად.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.