სამართალდამცველებმა 1994 წელს დაბადებული გ.ა. და 1998 წელს დაბადებული ნ.ი., ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, ფონიჭალაში დააკავეს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა მოქალაქეს ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი მიჰყიდეს. პოლიციამ, გ.ა.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 12,6855 გრამი ჰეროინის შემცველი ფხვნილი, ხოლო ნ.ი.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას - 19 შეკვრად დაფასოებული 11,0689 გრამი ჰეროინის შემცველი ფხვნილი ამოიღო.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით)“, აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.