მთავრობას კულისებიდან არ ვმართავ და თუ რამეს ვაკეთებ, მთელი საზოგადოების ინტერესებს ვიცავ, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს ბიზნეს-ცენტრთან განუცხადა.
ჟურნალისტების შეკითხვაზე, აპირებს თუ არა იგი პოლიტიკაში დაბრუნებას, ყოფილმა პრემიერმა განაცხადა, რომ თუკი ამის საჭიროება იქნება, პოლიტიკაში დაბრუნდება.
როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, მთავრობის წარმომადგენლები, მათ შორის, პრემიერ-მინისტრი იშვიათად ურეკავენ და ოპონენტების განცხადებები, რომ მინისტრთა კაბინეტს ივანიშვილი მართავს, სინამდვილეს არ შეესაბამება.
"ღარიბაშვილი იშვიათად მირეკავს. რასაც ამბობენ, არის გადაჭარბებული. მრავალჯერ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: არ ვმართავ კულისებიდან მთავრობას. მთავრობას მართავს მთავრობის მეთაური, იშვიათად თუ დამირეკავენ და რჩევას მკითხავენ, ეს ნორმალურია და მთელს მსოფლიოში ხდება", - აღნიშნა ექსპრემიერმა.
მისივე თქმით, მას მთავრობის მართვის არანაირი ბერკეტი არ გააჩნია. "მთავრობაში არავინაა ჩემი ნათესავი და არც ვინმესთან ვმეგობრობ მათში, ვინც დღეს მთავრობაშია. შესაბამისად, ესეც სიცრუეა. საზოგადოებაში მაქვს დიდი ნდობა და იციან ჩემი პრინციპული პოზიცია, რომ ყველასგან ვითხოვ კანონის დაცვას. როგორც მოქალაქე ხმას ამოვიღებ და ჩემს ხმას ძალა ექნება. აქედან გამომდინარე, ამას დიდ ანგარიშს უწევენ და ის, ვისაც კანონის დარღვევის სურვილი აქვს, ჩემს მიმართ აგრესიულია იმიტომ, რომ საფრთხეს წარმოვადგენ მათთვის, რომ შეიძლება ხმა ამოვიღო, - განაცხადა ივანიშვილმა.
მან ოპონენტების საყურადღებოდ აღნიშნა, რომ როდესაც კულისებიდან მართვის ეჭვს გამოთქვამენ, უნდა გაითვალისწინონ, რომ პირადი ინტერესები ივანიშვილს არ გააჩნია.
"მე ვარ ერთ-ერთი მათგანი, ვინც აკმაყოფილებს ილიას სიტყვებს - ყველამ ერთად და თითოეულმა ცალკე უნდა გავიზიაროთ, რომ ნაწილი ვართ ერისა და საკუთარი წარმატება უნდა ვეძებოთ ჩვენი ერის წარმატებაში, მე ვარ ერთ-ერთი მათგანი, ვინც ამ წესებს იცავს. თუ ვმართავ მთავრობას და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არ ვმართავ, ვაკეთებ ყველაფერს საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.