„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს, რომ „ნარკოტიკების და იარაღის ჩადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მზად არის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ძალიან დიდი ხნით გაისტუმროს ციხეში“. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პარტია დაკავებული მომღერლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და შინაგან საქმეთა მინისტრის, სუს-ის ხელმძღვანელის და გენერალური პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს. აღნიშნულის შესახებ განცხადება პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა, კოტე იოსელიანმა გააკეთა.
„სრულიად უსაფუძვლოდ და უკანონოდ ნარკოტიკების და იარაღის ჩადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მზად არის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ძალიან დიდი ხნით გაისტუმროს ციხეში და მეორეს მხრივ, პროკურატურა საქმეებზე პოზიციონირებას ახდენს ამ მაფიოზურ კლანში წარჩინებული პირების მითითებების ან ბერა ივანიშვილის ფეისბუქ-პოსტის მიხედვით... ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დაუყოვნებლივ მოითხოვს დაკავებული მომღერლების გათავისუფლებას და ასევე ყველა იმ ადამიანის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, რომელიც ამ სისტემურ დანაშაულში არის ჩართული. ეს არის შინაგან საქმეთა მინისტრი, სუს-ის ხელმძღვანელი, გენერალური პროკურორი“, განაცხადა იოსელიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.