„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, საპარლამენტო ფრაქცია „მოძრაობა თავისუფლებისთვის - რეგიონების“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი მუსიკალური ჯგუფის, „ბირჟა მაფიას“ წევრების დაკავების და პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების შესახებ განცხადებას აკეთებს და გიორგი კვირიკაშვილს და კახა კალაძეს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე საუბრის, „კეკლუცობის“ ნაცვლად „პოლიტიკური ნების“ გამოჩენას ურჩევს.
„კალაძეც, კვირიკაშვილიც, აღმოჩდნენ თურმე ამ ადამიანების დამცველები, მაშინ, როდესაც მათი პოლიტიკური უმოქმედობა და ზოგ შემთხვევაში მათი წახალისება პოლციის ასეთი ქმედების, ხდება მთავარი წყარო იმ დანაშაულებრივი ქმედებისა, როცა ადამიანებს ნარკოტიკს უდებენ. ეს უნდა აღიკვეთოს და შესაბამისად, ნარკოპოლიტიკაც ცალკე თემა არის, მაგრამ არ არის პირდაპირ კავშირში იმ თემასთან, როგორიცაა პოლიციის მიერ დანაშაულის ჩადენა და იარაღის ან ნარკოტიკის ჩადება ადამიანებისთვის. ამიტომ, კვირიკაშვილმა და კალაძემ ჯობია გამოიჩინონ პოლიტიკური ნება და არა იკეკლუცონ საზოგადოების წინაშე ამ თემით“, განაცხადა ჭიაბერაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.