თბილისის სააპელაციო სასამართლომ ჯგუფ „ბირჟა მაფიას“ წევრის, მიხეილ მგალობლიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვალა და ბრალდებული რეპერი 50 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ, დარბაზიდან გაათავისუფლა.
მოსამართლე გიორგი გოგინაშვილის აზრით, მიხეილ მგალობლიშვილის მიმალვის საფრთხე არ არსებობს.
პროკურატურამ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების სავარაუდო შეძენა-შენახვისთვის ბრალდებულების, მუსიკალური ჯგუფის „ბირჟა მაფიას“ წევრებისთვის აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვლასთან დაკავშირებით მზადყოფნა კვირას გამოხატა.
პროკურატურის ცნობით, „მ.მ.-ს და გ.ქ-ს ბრალდების საქმეები, რომელიც შეეხება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვის ფაქტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოდან გამოსაძიებლად გადაეცა ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს“.
მგალობლიშვილმა დიდი მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც მისადმი გულწრფელი თანადგომა გამოხატა და თქვა, რომ „სირცხვილი მათ, ვინც სცადა თავისი პოლიტიკურ მიზნებისთვის ამ ამბის გამოყენება“.
„პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ჩემი ოჯახის წევრებს, ჩემ მეგობრებს, ჩემ ფანებს, ჩემ კოლეგებს, ვინც გვერდში მედგა და აბსოლუტურად ყველა ადამიანს, ვინც გულწრფელად დამიდგა მე გვერდში. სირცხვილი მათ, ვინც სცადა თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის ამ ამბის გამოყენება, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი, ყველასი, მოქალაქეობრივი და მორალური ვალდებულება, რომ ვებრძოლოთ ასეთ უსამართლობას“, განაცხადა ჟურნალისტებთან მიხეილ მგალობლიშვილმა სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.