თბილისის სააპელაციო სასამართლომ ჯგუფ „ბირჟა მაფიას“ მე-2 წევრის, გიორგი ქებურიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვალა და ბრალდებული რეპერი 20 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა - 1 საათის მოგვიანებით, მას შემდეგ რაც მასთან ერთად დაკავებული მიხეილ მგალობლიშვილი ამავე სასამართლომ 50 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა, რასაც პროკურატურაც დაეთანხმა.
გიორგი ქებურიამ ჟურნალისტებისთვის გაკეთებულ კომენტარში თქვა, რომ „დანაშაული იმიტომ აღიარა“, რომ მასზე სამართალდამცველების მხრიდან „ფსიქოლოგიურ ზეწოლას“ ჰქონდა ადგილი. ქებურიამ აღნიშნა, რომ არ იცის მათი გვარები, ვინც მათზე ზეწოლას ახორციელებდა, მაგრამ შეუძლია მათი ამოცნობა.
„გამოიწვია პოლიციის გაღიზიანება ამ კლიპმა, რადგან პოლიცია იყო გაშარჟებული და ჩვენ უნდა დავსჯილიყავით სამაგალითოდ, რომ მსგავსი ქმედება აღარ განმეორებულიყო“, განაცხადა გიორგი ქებურიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
პროკურატურამ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების სავარაუდო შეძენა-შენახვისთვის ბრალდებულების, მუსიკალური ჯგუფის „ბირჟა მაფიას“ წევრებისთვის აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვლასთან დაკავშირებით მზადყოფნა კვირას გამოხატა.
პროკურატურის ცნობით, „მ.მ.-ს და გ.ქ-ს ბრალდების საქმეები, რომელიც შეეხება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვის ფაქტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოდან გამოსაძიებლად გადაეცა ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.