"ნაციონალები" უჩა მამაცაშვილთან მიმართებაში აგიტმანქანას ამუშავებენ და ამოჩემებული ჰყავთ, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა, რომლის მიხედვითაც მამაცაშვილმა და ბაჩიაშვილმა თანაინვესტირების ფონდში შეღავათებით ისარგებლეს და გარდაბნის მუნიციპალიტეტში 30 ჰა მიწა, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად შეიძინეს. ივანიშვილის თქმით, მამაცაშვილი ამ საქმეში არაფერ შუაშია და 1 ლარად არაფერი შეუძენია. ხოლო ბაჩიაშვილთან მას მკაცრი საუბარი ჰქონდა.
უჩა მამაცაშვილის მისია კი, ივანიშვილის თქმით, არის ის, რომ მასთან ჭორები მიაქვს, "თუ რამე გაიგო".
"უკმაყოფილო საუბარი მქონდა ბაჩიაშვილთან. უჩა მამაცაშვილი აქ არაფერ შუაშია. სიცრუეა ის ინფორმაცია, რომ მან ისარგებლა შეღავათებით. მან ისარგებლა კანონიერად. თუმცა მე არ მომეწონა ის, რომ შეღავათებით ისარგებლა და ამ თანხას, რომელიც 0,001 პროცენტს შეადგენს, მე გადავიხდი. მამაცაშვილს 1 ლარად არაფერი აუღია", - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ორგანიზაციამ, რომლის დამფუძნებლები არიან უჩა მამაცაშვილი და გიორგი ბაჩიაშვილი, კანონის დაცვით შეიძინა მიწა ფრანგ პარტნიორებთან ერთად. "მათ ჰქონდათ უფლება, კანონის დაცვით ეს გაეკეთებინათ, ჰყავდათ პარტნიორები, რაღაც შეღავათები გააკეთეს, მაგრამ ჩემთვის ეს იყო სასაცილო. რა თქმა უნდა, არ მომეწონა ის, რომ კაპიკებს გამოეკიდნენ და ბაჩიაშვილს ამაზე შენიშვნა მივეცი. მან თავი დაიცვა ჩემთან. "ნაციონალები" ცდილობენ "რუსთავი 2"-თან ერთად სიცრუის ტირაჟირებას, რის გამოც, ისინი სიბრალულს იწვევენ. მათ ამუშავებული აქვთ აგიტმანქანა, იციან ერთი პირის ამოჩემება და ახლა ამოჩემებული ჰყავთ უჩა მამაცაშვილი. არავითარი კანონის დარღვევა უჩას არ ჩაუდენია. პირიქით, ცდილობს, ბიზნესს არავინ შეეხოს და რასაც აკეთებს, არის ის, რომ ჭორები მოაქვს ჩემთან, თუ რამე გაიგო და მეც ძალიან ვუფრთხილდები იმას, რომ ბიზნესი არავინ დააზარალოს", - განაცხადა ივანიშვილმა.
რაც შეეხება ზოგადად ბიზნესგარემოს, ყოფილი პრემიერ-მინისტრის შეფასებით, გასულ წლებთან შედარებით ამჟამად ბიზნესგარემო არის უპრეცედენტოდ თავისუფალი. "დღეს ჩვენი ბიზნესმენები არიან უპრეცედენტოდ დამოუკიდებლები, მათ აქვთ სრული მხარდაჭერა და უნდა შევუქმნათ ყველა პირობა, რათა ეკონომიკა აღორძინდეს. ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა. ვფიქრობ, მთავრობის მხრიდან დიდი მცდელობაა ამისა. იდეალური სიტუაცია არ არის და არც უნდა იყოს, ცალკეული შემთხვევები ფიქსირდება, თუმცა უნდა შევეცადოთ, რაც შეიძლება ნაკლებად დავაზარალოთ ბიზნესი და ხელი შევუწყოთ მას", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.