რეპერი გიორგი ქებურია: „კლიპში რადგან პოლიცია იყო გაშარჟებული, ჩვენ უნდა დავსჯილიყავით სამაგალითოდ, რომ მსგავსი ქმედება აღარ განმეორებულიყო“
12-06-2017, 07:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პატიმრობიდან გათავისუფლებულმა რეპერმა, გიორგი ქებურიამ ჟურნალისტებისთვის გაკეთებულ კომენტარში თქვა, რომ „დანაშაული იმიტომ აღიარა“, რომ მასზე სამართალდამცველების მხრიდან „ფსიქოლოგიურ ზეწოლას“ ჰქონდა ადგილი. ქებურიამ აღნიშნა, რომ არ იცის მათი გვარები, ვინც მათზე ზეწოლას ახორციელებდა, მაგრამ შეუძლია მათი ამოცნობა.

 


„გამოიწვია პოლიციის გაღიზიანება ამ კლიპმა, რადგან პოლიცია იყო გაშარჟებული და ჩვენ უნდა დავსჯილიყავით სამაგალითოდ, რომ მსგავსი ქმედება აღარ განმეორებულიყო“, განაცხადა გიორგი ქებურიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ჯგუფ „ბირჟა მაფიას“ მე-2 წევრის, გიორგი ქებურიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვალა და ბრალდებული რეპერი 20 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა - 1 საათის მოგვიანებით, მას შემდეგ რაც მასთან ერთად დაკავებული მიხეილ მგალობლიშვილი ამავე სასამართლომ 50 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

 

 

დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა, რასაც პროკურატურაც დაეთანხმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი