„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს პრეზიდენტს წერილით მიმართა და მას ეროვნული უშიშროების საბჭოს გაფართოებული სხდომის მოწვევისკენ მოუწოდა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის თქმით, მათი მოვალეობაა „ჯარის მეთოდური განადგურების და დეგრადაციის შესახებ“ მათ ხელთ არსებული „რეალური ინფორმაცია“ საქართველოს უმაღლეს მთავარსარდალს, პრეზიდენტს აცნობოს“.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოვალეობა და პასუხისმგებლობაა, რომ ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენს ხელთ არის, ჯარის მეთოდური განადგურების და დეგრადაციის შესახებ ინფორმაცია, რეალური და არა ის, რასაც ტელევიზიით აჩვენებენ თავდაცვის სამინისტროს და მთავრობის მესვეურები, გავაცნოთ საქართველოს უმაღლეს მთავარსარდალს, პრეზიდენტს და მივმართეთ მას ამ საკითხებზე და ასევე იმ სხვა საკითხებზე, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში დაგროვდა, რა ხდება ჩვენ ქვეყანაში, ძალოვან სტრუქტურებში - თავდაცვის და უშიშორების უზრუნველმყოფელ სტრუქტურებში, პროკურატურაში, მთლიანობაში იქნეს განხილული და შესაბამისი ზომები მიღებული, როგორც უსაფრთხოების გარანტის მხრიდან, როგორც უმაღლესი მთავარსარდლის მხრიდან, პრეზიდენტის მხრიდან, რომელმაც ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა იყოს შესაბამის დონეზე“, განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
მან მოუწოდა პრეზიდენტს ძირითადი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მონაწილეობით ეროვნული უშიშროების საბჭოს გაფართოებული სხდომა მოიწვიოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.