შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა დღის განმავლობაში სამ სხვადასხვა ადგილას - თბილისში, დავით აღმაშენებლის სახელობის ხეივანში, პეკინის გამზირზე და მცხეთის მუნიციაპლიტეტის სოფელ წეროვანის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცოპერაცია ჩაატარა, რის შედეგადაც დაკავებულია ოთხი პირი.
შსს აღნიშნულთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ავრცელებს და აცხადებს, რომ დაკავებები მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელდა. გამოძიება გამოძალვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 181-ე მუხლებით მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.