რუსეთის ოპოზიციის ლიდერს, ალექსეი ნავალნის, მოქალაქეებისთვის არასანქცირებულ მიტინგებში მონაწილეობის მოწოდებებისთვის (კანონის განმეორებითი დარღვევისთვის) 30-დღიანი პატიმრობა მიესაჯა. იგი მისი საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელთან ორშაბათს მოსკოვში დაგეგმილი არასანქცირებული ანტი-კორუფციული დემონსტრაციის გამართვამდე დააკავეს.
რუსეთის მასშტაბით ასეულობით ადამიანი იქნა დაკავებული საპროტესტო აქციებზე შეკრების წინ, თუმცა, როგორც BBC იუწყება, დაკავებებმა პიკს მოსკოვში მიაღწია, სადაც დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციის OVD-Info-ს მონაცემებით 825, სანკტ-პეტერბურგში კი ასეულობით ადამიანი დააკავეს.
პოლიციის ცნობით, მოსკოვში დაახლოებით 5 000 ადამიანი იყო საპროტესტო აქციაზე გამოსული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სანკტ-პეტერბურგში 3 500 ადამაინი ესწრებოდა დემონსტრაციას და მათგან 500 იქნა დაკავებული.
ნავალნის ვერდიქტი სასამართლომ გვიან გამოაცხადა. მოგვიანებით, 41 წლის ოპოზიციის ლიდერმა დაადასტურა მისთვის 30-დღიანი პატიმრობის მისჯა „თვითერის“ საკუთარ გვერდზე (რუსულ ენაზე).
ნავალნი, რომელსაც განზრახული აქვს მომავალ წელს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, მოსკოვში, მის სახლთან პოლიციამ ორშაბათს იმ დროს დააპატიმრა, როცა არასანქცირებულ მიტინგზე გამგზავრებას აპირებდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.