მიმდინარე წლის 10-11 ივნისის ღამის საათებში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ, კახეთის რეგიონში უპრეცედენტოდ დიდი მასშტაბის სეტყვასაშიში ღრუბლის მასებზე მოახდინა აქტიური ზემოქმედება. სეტყვის მარცვლის მოსალოდნელი ზომა 48 მმ-მდემერყეობდა. კახეთის 8 რაიონში რაკეტებით დამუშავდა 4128 კმ2 საერთო ფართობის მქონე სეტყვასაშიში ღრუბლის მასები. გასროლილი იქნა 500-მდე რაკეტა.
აღნიშნულის შესახებ Guardian.ge-ს „დელტადან“ აცნობეს.
„აღსანიშნავია ის, რომ ამ რაოდენობის რაკეტები ერთ ჯერზე სისტემის არსებობის განმავლობაში პირველად იქნა გახარჯული.
ჰაერში საფრენი აპარატების არსებობის გამო, დამუშავება მუდმივი შეზღუდვების პირობებში ხორციელდებოდა. მიუხედავად ამისა, აქტიური ზემოქმედების შედეგად, კახეთის რეგიონის თავზე განვითარებული უმძლავრესი ატმოსფერული პროცესების მაქსიმალურად განეიტრალება მოხერხდა, ხოლო ნალექის დიდი ნაწილი რვავე რაიონში ძირითადად წვიმის სახით ჩამოიცალა.
კახეთის რეგიონშისეტყვასაწინააღმდეგო სისტემით დაცული 600 ათასი ჰექტრიდან სეტყვის მოსვლა დიდ ფართობებზე გაშლილ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებში მაქსიმალურად იქნა თავიდან არიდებული.
სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის ეფექტიანი მუშაობის შედეგად მსხვილი სეტყვის განეიტრალება მოხერხდა თელავის, ყვარელის, ლაგოდეხის და დედოფლისწყაროს რაიონებში, სადაც დამუშავებული ნალექი ძირითადად ბრტყელი წვიმისა და წვრილი სეტყვის მარცვლების სახით ჩამოიცალა“, ნათქვამია „დელტას“ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.