მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა გოჩა ზეიკიძემ (ფოტოზე შუაში) თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. იგი საქმიანობას სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი კომპანიის, „მექანიზატორის“ დირექტორის მოადგილის პოსტზე განაგრძობს.
მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე გოჩა ზეიკიძე 2016 წლის 10 მარტს დაინიშნა.
მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის პოსტზე შესაძლოა, მხარის გუბერნატორის პირველი მოადგილე, გურამ ამირიძე დაინიშნოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.