გიორგი მარგველაშვილმა ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი საქართველოში მოიწვია
13-06-2017, 03:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს და ყაზახეთის პრეზიდენტებმა პირისპირ შეხვედრის შემდეგ გაფართოებული შეხვედრა ოფიციალური ლანჩის ფორმატში გამართეს, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს პირველი ვიცეპრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს ელჩი ყაზახეთში ზურაბ აბაშიძე და საქართველოს პარლამენტის დეპუტატები.

 

 

 


საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრისას ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისა და გაღრმავების საკითხები განიხილეს.

 


გიორგი მარგველაშვილმა ნურსულთან ნაზარბაევს საერთაშორისო, სპეციალიზებული გამოფენის "EXPO 2017" წარმატებული გახსნა მიულოცა და აღნიშნა, რომ ამ მნიშვნელოვან ფორუმში თავადაც მიიღებს მონაწილეობას და მოხარულია, რომ საქართველო მის მუშაობაში აქტიურადაა ჩართული.

 


გიორგი მარგველაშვილმა ყაზახეთის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია და აღნიშნა, რომ მაღალი თანამდებობის პირების ვიზიტები მნიშვნელოვან იმპულსს აძლევს ორმხრივი პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების შემდგომ განვითარებას.

 


როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, ყაზახეთი საქართველოს პარტნიორი და ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანაა და საქართველოს ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს ყველა სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებისა და ახალი პერსპექტიული თანამშრომლობის სფეროების იდენტიფიკაციისათვის.

 


აღინიშნა, რომ საქართველოს და ყაზახეთს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისათვის უდიდესი პოტენციალი გააჩნიათ და უფრო მეტი ძალისხმევა უნდა იქნეს გამოყენებული ამ პოტენციალის ასათვისებლად.

 


ვაჭრობის სფეროში გაფორმებული საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, საქართველოს ყაზახეთთან სავაჭრო ურთიერთობების გასაფართოებლად ხელსაყრელი პირობები გააჩნია.

 


ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით, შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც ევროპა-კავკასია-აზიის დამაკავშირებელი სატრანზიტო დერეფნის როლს და აღინიშნა, რომ საქართველო აქტიურად მუშაობს ამ მაღალფუნქციური როლის გასაზრდელად და რეგიონში ლოჯისტიკურ ცენტრად ჩამოყალიბებისათვის.

 


სწორედ ამ მიზნით მონაწილეობს საქართველო საერთაშორისო პროექტებში: "ანაკლიის" ახალი ღრმაწყლოვანი პორტის, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზისა და აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის პროექტებში.

 


როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველო ისტორიულად ასრულებდა მნიშვნელოვან როლს Silk Road -ის პროექტში მრავალი წლის მანძილზე და დღესაც ჩართულია სატრანსპორტო პროექტებში.

 


საქართველო მიესალმება ყველა ახალ ინიციატივას ამ სფეროებში და მზად არის, პარტნიორებთან მუშაობის პროცესში განიხილოს საინტერესო და ურთიერთხელსაყრელი წინადადებები.

 

 

შეხვედრაზე დიდი ყურადღება დაეთმო ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას და აღინიშნა, რომ ტურიზმი საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის სწრაფად ვითარდება და მისი მაჩვენებელი დღითი დღე იზრდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი