ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია უარს აცხადებს 2009 წელს ვალტერ და ია აქუბარდიების მიერ სოფელ ჭალეში მათ საკუთრებაში არსებული კარ-მიდამოს შემოწირულობის სახით მიღებაზე და „რაკი აღნიშნულ ქონებასთან დაკავშირებით გაჩნდა უკმაყოფილება, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ მიიღო გადაწყვეტილება უარი განაცხადოს ასეთ შემოწირულობაზე და სრულად დაუბრუნოს ოჯახს“.
აღნიშნულთან დაკავშირებით ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია განცხადებას ავრცელებს, სადაც განმარტებას აკეთებს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ დათანხმდა ეკლესია 2016 წელს ჯვარი-ხორგას მაღალი ძაბვის ხაზის მშენებლობისას ერთ-ერთი ანძის შემოწირული ეზოს ტერიტორიაზე დადგმის წინადადებას და რისთვის უნდა გამოეყენებინა კომპანიისაგან კომპენსაციის სახით ეპარქიის ანგარიშზე ჩარიცხული 171 663 ლარი.
„2009 წელს ვალტერ და ია აქუბარდიებმა გარდაცვლილი შვილის, – ომარის სახელზე ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიას შემოსწირეს მათ საკუთრებაში არსებული კარ-მიდამო. ოჯახის სურვილი იყო, რომ აღნიშნულ ადგილას დაარსებულიყო მონასტერი. ქონება იურიდიულად გადაუფორმდა საქართველოს საპატრიარქოს. ფინანსური და სხვა ობიექტური მიზეზის გამო მონასტრის დაარსება გაჭიანურდა. მიუხედავად იმისა, რომ კარ-მიდამო იურიდიულად ეკუთვნოდა ეკლესიას, მისით არასდროს უსარგებლია, რადგან შემოსავალს (თხილნარი და სახნავ-სათესი) განკარგავდნენ ოჯახის ნათესავები.
2016 წელს ჯვარი-ხორგას მაღალი ძაბვის ხაზის მშენებლობასთან დაკავშირებით, რომლის ერთ-ერთი ანძა პროექტის თანახმად უნდა აღმართულიყო შემოწირული ეზოს ტერიტორიაზე. მიწის დათმობისათვის კომპანიამ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ მიმართა ეპარქიას. იმის გათვალისწინებით, რომ გადამცემი ხაზის მშენებლობა წარმოადგენს სახელმწიფო მნიშვნელობის საქმეს, ეკლესია დათანხმდა წინადადებას და კომპენსაციის სახით ეპარქიის ანგარიშზე ჩაირიცხა 171 663 ლარი. აღნიშნული თანხა უნდა მოხმარებოდა ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობას. აქვე აღვნიშნავთ, რომ კომპენსაცია მიიღო ელექტროგადამცემი ხაზის ზონაში მოხვედრილი მოსახლეობის უმრავლესობამ.
სამწუხაროდ, მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. ოჯახმა და ნათესავებმა გამოთქვეს უკმაყოფილება და განაცხადეს, რომ ეპარქიამ მათი ნების საწინააღმდეგოდ გამოიყენა და გაყიდა ზემოთხსენებული ქონება. ამასთან დაკავშირებით ეპარქიამ გააკეთა განცხადება მიმდინარე წლის 7 ივნისს. ეკლესია არასდროს ყიდის შემოწირულ ქონებას, არამედ უნარჩუნებს ქვეყანასა და შთამომავლობას.
წმ. მოციქული პავლე ბრძანებს: „მხიარულებით მისაცემილი უყვარს უფალსა“. რაკი აღნიშნულ ქონებასთან დაკავშირებით გაჩნდა უკმაყოფილება, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ მიიღო გადაწყვეტილება უარი განაცხადოს ასეთ შემოწირულობაზე და სრულად დაუბრუნოს ოჯახს. რადგან მიმდინარეობს სათანადო იურიდიული პროცედურის დაზუსტება ამ ქონების დაბრუნებასთან დაკავშირებით, განცხადება ამის შესახებ დღემდე არ გაჟღერებულა“, აღნიშნულია ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.