მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე გურამ ამირიძე არც გუბერნატორის თანამდებობიდან წასვლას და არც მის შესაძლო გუბერნატორობას ადასტურებს
13-06-2017, 07:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის თანამდებობიდან გოჩა ზეიკიძის წასვლას არ ადასტურებს მისი პირველი მოადგილე გურამ ამირიძე. როგორც მან Guardian.ge-ს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, ზეიკიძემ დილას ჩვეულებრივ ჩაატარა თათბირი, რის შემდეგაც თავად რეგიონში გავიდა და ამ წუთებამდე არ ფლობს ინფორმაციას გუბერნატორის პოსტის დატოვებასთან დაკავშირებით.

 


„ბატონ გოჩას ჯერ არ დაუწერია განცხადება. ის, როგორც მე ვიცი, გუბერნატორია. ბრძანება მე არ მინახავს. დღეს ერთად ვიყავით. მე ახლა რეგიონში ვარ გასული საქმეზე, უკან არ მივსულვარ, ჯერ გზაში ვარ, მანქანაში ვიმყოფები (გუბერნატორის პირველ მოადგილესთან სატელეფონო საუბარი დღის 04:00 საათზე შედგა). დილით ჩვეულებრივად ჩაატარა თათბირი, ჩვეულ რეჟიმში. როგორ გითხრათ, რა გითხრათ. არ მივსულვარ ჯერ ოფისში, რა გიპასუხოთ?!“ განაცხადა გურამ ამირიძემ.

 


Guardian.ge-ს შეკითხვაზე, რომ საუბარია გოჩა ზეიკიძის სხვა უწყებაში, კერძოდ სოფლის მეურნეობის სამინისტროში გადაყვანაზე, გურამ ამირიძე ასე პასუხობს: „აი, თქვენ უფრო მეტი იცით, ვიდრე მე. მართლა არაფერი ვიცი მეტი“.

 

 

მორიგ შეკითხვაზე, მოიაზრება თუ არა მისი კანდიდატურა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის პოსტზე, გურამ ამირიძემ თქვა: „ჩემი კანდიდატურა ნაღდად არ მოიაზრება და არ განიხილება. მე პირველ მოადგილედ ვრჩები“. 

 


სამშაბათ დილით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა გოჩა ზეიკიძემ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. იგი საქმიანობას სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი კომპანიის, „მექანიზატორის“ დირექტორის მოადგილის პოსტზე განაგრძობს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი