ადიგენის მუნიციპალიტეტში ადიგენი-გორგული-უდე-არალის შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის პირველ კილომეტრზე არსებული ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს.
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფო მნიშვნელობის გზაზე რკინის კონსტრუქციის საავტომობილო ხიდი 6 მეტრი სიგანის და 24 მეტრი სიგრძის იქნება, რომლიც 8 სოფელს დააკავშირებს დაბასთან. აღნიშნული ხიდით ყოველდღიურად ასეულობით ადამიანი ისარგებლებს.

მიმდინარე სამუშაოები ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაქარია ენდელაძემ მოინახულა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.