საქართველოს პრეზიდენტმა ყაზახეთში ვიზიტისას გამართულ პოლიტიკურ მოლაპარაკებებს მნიშვნელოვანი და წარმატებული უწოდა.
„ამ მოლაპარაკებებს ვაფასებ, როგორც უაღრესად წარმატებულს და კიდევ ერთ, წინ გადადგმულ ნაბიჯს ჩვენი ქვეყნების ურთიერთობაში“, განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
საქართველოს პრეზიდენტმა „ექსპო - 2017“ - ს შთამბეჭდავი უწოდა და საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„მინდა მადლობა ვუთხრა, როგორც ჩვენ ყაზახ პარტნიორებს, რომლებმაც მოგვცეს შესაძლებლობა ფართოდ გაგვეშალა ჩვენი შესაძლებლობები ექსპოს ფარგლებში და ასევე მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ სახელმწიფო უწყებას, რომელიც ჩართული იყო ამ პავილიონის მოწყობაში.
„ასევე, მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენ არაჩვეულებრივ მუსიკოსებს და მომღერლებს, რომლებმაც ქართული კულტურის ნათლად წარმოჩენით კიდევ უფრო დიდი ქართული დღესასწაული შექმნეს დღეს ასტანაში“, განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.