სიღნაღის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში სეტყვასაშიში ღრუბლის დიდი მასები განეიტრალდა
13-06-2017, 12:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ 12 ივნისს სიღნაღის და გურჯაანის რაიონებში 965 კმ2 საერთო ფართობის ფრონტალური ტიპის სეტყვასაშიშ ღრუბლის მასებზე მოახდინა აქტიური ზემოქმედება. ჰაერში საფრენი აპარატების არსებობის გამო, შეზღუდვების პირობებში გასროლილი იქნა 60 ერთეულამდე რაკეტა.

 


ამის შესახებ Guardian.ge-ს „დელტადან“ აცნობეს.

 


„ღრუბლის მასები კახეთის რეგიონში სამხრეთ-დასავლეთი მიმართულებიდან შემოვიდა და მას ადგილზე დაემატა შიდამასიური ღრუბელიც. კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 100 % შეადგინა, მოსალოდნელი სეტყვის მარცვლების ზომა 20 მმ იყო. 16:57 საათიდან 18:18 საათამდე 60-მდე რაკეტით 18 სეტყვასაშიში ღრუბლის კერა დამუშავდა.

 


„აქტიური ზემოქმედების შედეგად ატმოსფერული პროცესების მაქსიმალურად განეიტრალება მოხერხდა, ნალექის დიდი ნაწილი ორივე რაიონში უმეტესად ინტენსიური წვიმის სახით ჩამოიცალა. წვრილი სეტყვის მარცვლების მოსვლა აღინიშნა მხოლოდ სიღნაღის რაიონში, კერძოდ სოფლებში - ვაქირის, მაშრაანის და საქობოს ტერიტორიაზე. აღსანიშნავია, რომ სოფელი საქობო მდებარეობს სროლისთვის აკრძალულ ზონაში“, ნათქვამია „დელტას“ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი