ლონდონში მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი შუაღამისას მთლიანად ცეცხლში გაეხვა
14-06-2017, 00:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

დასავლეთ ლონდონში მდებარე ერთ-ერთი მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსში (27-სართულიანი) შუაღამისას, ადგილობრივი დროით დაახლოებით 12:54 საათზე ცეცხლი გაჩნდა, დიდი სისწრაფით მოედო შენობას, რომელიც მთლიანად გაეხვა ცეცხლში. ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ დრომდე უცნობი რჩება. თვითმხილველების თქმით, ადამიანები შენობის შიგნით იყვნენ მოყოლილი.

 

 

ბოლო ინფორმაციით, ხანძარმა 12 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 50-ზე მეტ ადამიანს კი დაზიანებები აქვს მიღებული.

 

 

 


BBC-ის ცნობით 200-მდე მეხანძრე ცდილობდა ცეცხლი ჩაქრობას, რომლის კერებსაც ისინი ამ წუთებამდე აქრობენ. დედაქალაქის პოლიციის განცხადებით, ადამიანებს „სხვადახვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ“.

 

 


საცხოვრებელი კორპუსი მთლიანად არის დამწვარი და შიშობენ, რომ შენობა ჩამოიქცევა.

 

 

 

 

04:00 საათზე პოლციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საცხოვრებელი კორპუსიდან მობინადრეთა გამოყვანის ევაკლუაცია გრძელდებოდა.

 

 

 


BBC-ის კორესპონდენტების ცნობით, მეხანძრეებს ცეცხლთან გამკლავება უფრო მაღალ სართულებზე უჭირდათ, ფაქტობრივად ვერ ახერხებდნენ იქ ცეცხლთან ბრძოლას და მეათე სართულიდან ზემოთ შენობა უკონტროლოდ იწვოდა, და აალებული შენობა რამდენიმე მილის დაშორებიდან მოჩანდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი