13 ივნისი, რა თქმა უნდა, დიდი ტკივილის დღეა, მაგრამ ამავე დროს - დიდი სიმამაცის და გმირობის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 13 ივნისის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალთან გვიან ღამით განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა მემორიალი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო 2015 წლის სტიქიისას დაღუპულთა ხსოვნას.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 13 ივნისი არის ტრაგიკული თარიღი, როდესაც ძალიან მძიმე სტიქიურმა უბედურებამ, მრავალი ადამიანის, მათ შორის ახალგაზრდების სიცოცხლე შეიწირა.
„იყვნენ მაშველები, რომლებმაც ძალიან დიდი გმირობა გამოიჩინეს და სიცოცხლე გაწირეს ადამიანების გადასარჩენად, მაგრამ ყველაზე მეტად ეს დღე დაამახსოვრდება საქართველოს, როგორც, განსაკუთრებით ახალგაზრდობის, უპრეცენდენტო კონსოლოდაციის დღე.
ვფიქრობ, ჩვენს ერს გააჩნია ეს განსაკუთრებული თვისება, რომ ასეთ მომენტებში გაერთიანდეს და განსაკუთრებით უყვარდეთ ერთმანეთი ადამიანებს. ამიტომ, მე ასეთად მახსოვს ეს დღე“, აღნიშნა პრემიერმა, როგორც ამას მისი პრესსამსახური იტყობინება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.