ვლადიმერ პუტინი: ბატონმა სააკაშვილმა საჯაროდ განაცხადა იმის შესახებ, რომ მან გასცა ჯარების მიმართ ბრძანება, დაეწყოთ სამხრეთ ოსეთზე თავდასხმა“
14-06-2017, 04:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2008 წელს ვერ მიიღებდა სამხრეთ ოსეთზე პროვოკაციული თავდასხმის გადაწყვეტილებას, მის ზურგს უკან რომ არავინ მდგარიყო, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა.

 


„მე არ გამაჩნია 100%-იანი საბუთი იმისა, რომ მასზე ვინმემ პროვოცირება მოახდინა, ვინმემ უბიძგა, იდგა მის ზურგს უკან. მაგრამ მე მეჩვენება, რომ ის არასოდეს მიიღებდა დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას ამგვარ პროვოკაციაზე. მე ასე ვფიქრობ. და ყოველი შემთხვევისთვის, ის არავის შეუჩერებია“, უთხრა პუტინმა რეჟისორ ოლივერ სტოუნს ფილმში, რომელიც ტელეარხ Showtime-ზე იქნა ნაჩვენები.

 


მან აღნიშნა, რომ რუსეთში გაკვირვებული დარჩნენ, „როცა სააკაშვილის ქმედებები არა მარტო მხარდაჭერილი აღმოჩნდა, არამედ ფაქტობრივად, დასავლეთში მასობრივი ინფორმაციის საშუალებები შეეცადნენ ამის ისე წარმოჩენას, რომ ეს, რუსეთი დაესხა თავს საქართველოს“.

 


„მე შემდეგ ჩემს ყურებს და თვალებს არ დავუჯერე, როცა ვიხილე, რომ დასავლური მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავდასხმაში რუსეთს ადანაშაულებდნენ. და მთავარი აქ ისაა, რომ ეს მილიონობით ადამიანმა ირწმუნა. არადა, ბატონმა სააკაშვილმა საჯაროდ განაცხადა იმის შესახებ, რომ მან გასცა ჯარების მიმართ ბრძანება, დაეწყოთ ეს აქცია“, აღნიშნა პუტინმა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი