გიორგი კანდელაკი: კარგად გვახსოვს კახა კალაძის ახლო და თბილი დამოკიდებულება ქურდულ სამყაროსთან
14-06-2017, 05:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატი გიორგი კანდელაკი ვიცე-პრემიერ კახა კალაძის წინააღმდეგ გამოვიდა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი კახა კალაძე იმ პროტესტის საკუთარი პოლიტიკური მიზნებისათვის გამოყენებას შეეცადა, რომელიც საზოგადოებაში მუსიკალური ჯგუფის, „ბირჟა მაფიას“ წევრების დაკავებამ გამოიწვია.

 


ოპოზიციონერმა დეპუტატმა, კახა კალაძე ბოლო წლების რამდენიმე სკანდალური მოვლენის უკან მდგომ ფიგურად მოიხსენია და ერთ-ერთ ასეთ ფაქტად ე.წ. კანონიერი ქურდის „რემენას“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გაუჩინარების ისტორია მოიყვანა.

 

 

„ჩვენი საზოგადოებისა და ახალგაზრდების მეხსიერება არ არის მოკლე. კარგად გვახსოვს, 2015 წელს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები, როცა ერთ-ერთ დელეგატს სწორედაც რომ ნარკოტიკი ჩაუდეს იმისთვის, რომ არჩევნების შედეგებზე მოეხდინათ გავლენა და ეს დელეგატი, ბატონი გობეჯიშვილი არჩევნების დამთავრების მერე გაათავისუფლეს. იმ მოვლენების ყველა მონაწილე ამის ორგანიზატორად სწორედ კახა კალაძეს მიიჩნევს. ასევე კარგად გვახსოვს კალაძის ახლო და თბილი დამოკიდებულება ქურდულ სამყაროსთან. რად ღირს თუნდაც კანონიერი ქურდის „რემენას“ აეროპორტიდან გაუჩინარების ისტორია. მას სახელმწიფოს საზღვარიც კი არ გადაუკვეთავს და კამერებმა დააფიქსირეს, რომ კანონიერი ქურდი სწორედ კალაძის ბიზნესპარტნიორმა გამოიყვანა. არც კორცხელი დაგვიწყებია - კალაძის როლი იმ ძალადობრივი და ექსტრემისტული დაჯგუფების ორგანიზებაში. როცა გიორგი კვირიკაშვილი პოლიციის ავტორიტეტზე სწუხს, ჯობია, ზემო ეწერის განყოფილების თანამშრომლებს ჰკითხოს, რამდენად გრძნობენ დაცულად პოლიციის ავტორიტეტს მთავრობისაგან, როცა კორცხელის ძალადობისგან ერთი წლის შემდეგაც არ არიან დასჯილი ის პირები, ის კრიმინალები, რომელთაც პოლიციის ოფიცერი ცემეს“, განაცხადა გიორგი კანდელაკმა, რომლის აზრითაც, „ჩვენ მივიღეთ სიტუაცია, როცა მავანი შეიძლება იყოს დაუსჯელი, ფორმიანი პოლიციელის ცემის შემთხვევაში და დაისაჯოს, თუკი მთავრობას სიმღერა არ მოეწონება“.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი