მოსკოვში, პოლიციელმა, რომელიც ავტომანქანას მართავდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებაზე მდგარ მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა.
„რია ნოვოსტის“ ცნობით, შემთხვევა 13 ივნისს 23:45 საათზე მოსკოვში, კაშირის გზატკეცილზე მოხდა.
„ავტომანქანა Subaru -მ, რომელსაც პოლიციის თანამშრომელი მართავდა, კონტროლი დაკარგა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებაზე მდგარ მამაკაცს დაეჯახა, რომელიც მიყენებული ტრავმების შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა“, ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში, რომელშიც აღნიშნულია, რომ ინციდენტისას პოლიციელი მის სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა და შესაბამისად, სამოქალაქო ტანსაცმელში იყო ჩაცმული.
დაზიანებები აღენიშნება პოლიციელსაც, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.