ვირჯინიაში, ბეისბოლის მოედანზე ვარჯიშის მიმდინარეობისას ამერიკელ „რესპუბლიკელ“ კონგრესმენს და მის თანაშემწეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილი პატიმრობაშია აყვანილი.

ალაბამას შტატის კანონმდებელმა მო ბრუკსმა CNN-ს უთხრა, რომ ცეცხლსასროლი იარაღიდან აშშ-ს წარმომადგენლობითი პალატის წევრს, უმრავლესობის წარმომადგენელ „რესპუბლიკელს“, სტივ სქელიზს და მის მრჩეველს ესროლეს.

აშშ-ის კანონმდებლებს, „რესპუბლიკლებს“ და „დემოკრატებს“ შორის ხუთშაბათისთვის დაგეგმილი ყოველწლიური თამაშის მოსამზადებელი ვარჯიში იმართებოდა ბეისბოლის მოედანზე, სადაც სროლებს ჰქონდა ადგილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.