მას შემდეგ რაც ვირჯინიაში, ბეისბოლის მოედანზე ვარჯიშის მიმდინარეობისას ამერიკელ „რესპუბლიკელ“ კონგრესმენს და მის თანაშემწეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, ინციდნეტის რამდენიმე დეტალი ხდება ცნობილი.
ალაბამას შტატის კანონმდებელმა მო ბრუკსმა CNN-ს უთხრა, რომ ცეცხლსასროლი იარაღიდან აშშ-ს წარმომადგენლობითი პალატის წევრს, უმრავლესობის წარმომადგენელ „რესპუბლიკელს“, სტივ სქელიზს და მის მრჩეველს ესროლეს.
არიზონას სენატორის ჯეფ ფლეიკის ინფორმაციით, ერთ-ერთი ტყვია კონგრესმენს ფეხში აქვს მოხვედრილი. იგი დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში იწვა, სანამ სხვა პოლიტიკოსები მიაღწევდნენ მასთან და გაუწევდნენ სამედიცინო დახმარებას.

ამ დროისთვის ცნობილი დეტალები:
შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი ვირჯინიაში, ალექსანდრიაში, ბეისბოლში ვარჯიშის დროს გახსნა;
დაჭრილია 5 ადამიანი, მათ შორის კონგრესმენი სტივ სქელიზი და კონგრესის პოლიციის ორი ოფიცერი;
თავდამსხმელი პატიმრობაშია აყვანილი და იგი უკვე საფრთხეს არ წარმოადგენს;
თავდამსხმელი თეთრკანიანი იყო და დაახლოებით 40-ჯერ გაისროლა.
პოლიციამ პასუხი თავდასხმიდან 3 წუთში გასცა და ეჭვმიტანილი, რომელსაც ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, ცოცხლად აიყვანა, თუმცა მოგვიანებით იგი გარდაიცვალა.
პრეზიდენტმა ტრამპმა „თვითერზე“ დაწერა, რომ სქელიზის „დაზიანებები მძიმეა, მაგრამ იგი სრულად გამოჯანმრთელდება“.
აშშ-ის კანონმდებლებს, „რესპუბლიკლებს“ და „დემოკრატებს“ შორის ხუთშაბათისთვის დაგეგმილი ყოველწლიური თამაშის მოსამზადებელი ვარჯიში იმართებოდა ვირჯინიაში, ბეისბოლის მოედანზე, სადაც სროლებს ჰქონდა ადგილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.