გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა ლევან იზორიას მაქსიმალური მხარდაჭერა აღუთქვა რეფორმირების გზაზე
14-06-2017, 11:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტისას, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გერმანელ კოლეგას ურსულა ფონ დერ ლეიენს შეხვდა. გერმანიის თავდაცვის სამინისტროში დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ მინისტრებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

 


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ქართული თავდაცვის უწყებაში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესის გაცნობის შემდეგ, ურსულა ფონ დერ ლეიენმა ქართველ კოლეგას რეფორმირების გზაზე მაქსიმალური მხარდაჭერა აღუთქვა.

 


მხარეებმა თავდაცვის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს. ლევან იზორიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ალიანსის წინაშე აღებული ვალდებულებების ერთგული რჩება და ქართული სამხედრო კონტინგენტი ნატოს ეგიდით ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო მისიაში მონაწილეობას კვლავ განაგრძობს.

 

 

 


ლევან იზორიამ გერმანელ კოლეგას თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ 2017 წელი საქართველო-გერმანიის წლადაა გამოცხადებული, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილი საინტერესო აქტივობები ორი ქვეყნის ხალხებს შორის კონტაქტების გაღრმავებას უწყობს ხელს.

 


საუბარი ნატოსთან თანამშრომლობის საკითხებს შეეხო. ლევან იზორიამ კოლეგას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელებაში გერმანიის მხარის მიერ შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პაკეტით განსაზღვრული ინიციატივები - თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის (DIB) სკოლა და ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთი მაგალითია.

 

 

 


დღესვე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბუნდესკანცლერის ოფისში უსაფრთხოებისა და საგარეო საქმეთა საკითხებში კანცლერის მრჩეველთან - ქრისტოფ ჰოიზგენთან შეხვედრა გამართა, სადაც საუბარი გერმანია-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკას შეეხო.

 

 

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის უწყების დელეგაცია მაგდებურგის საბრძოლო მომზადების ცენტრშიც იმყოფებოდა, სადაც ქართული ქვედანაყოფის ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში გადასროლისწინა საჩვენებელ სწავლებას დაესწრო.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი