ასპინძის მუნიციპალიტეტის ვ. მაღრაძის სახელობის სამუსიკო სკოლის დარბაზში გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის, ვაჟა აზარაშვილის შემოქმედებითი საღამო-კონცერტი „სიცოცხლე მღერის“ ჩატარდა.
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსასამსახურის ცნობით, აღნიშნულ კონცერტს კომპოზიტორთან ერთად მისი მეუღლე, პოეტი მანანა დანგაძე სტუმრობდა.
სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა კომპოზიტორის ნაწარმოებები შეასრულეს, როგორც ფორტეპიანოზე ასევე გიტარაზე. შემოქმედებით საღამოზე ვაჟა აზარაშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ისაუბრეს. მანანა დანგაძემ დარბაზში ლექსები წაიკითხა, ვაჟა აზარაშვილის შესრულებულმა ნაწარმოებებმა კი საღამოს გამორჩეულად ემოციური მუხტი შესძინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.