40-ამდე სამხედრო მოსამსახურემ სისხლის გადასხმის საქველმოქმედო აქციაში მიიღო მონაწილეობა
15-06-2017, 00:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სისხლის დონორის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სისხლის უანგარო დონაციის აქციას შეუერთდა. სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ქვედანაყოფის 40-მდე სამხედრო მოსამსახურემ მონაწილეობა სისხლის გადასხმის საქველმოქმედო აქციაში მიიღო.

 


„ჯარისკაცების მიერ გაღებული სისხლის რეზერვი, საჭიროებისამებრ, სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებს მოხმარდება.

 


საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობა ნებაყოფლობითი იყო და სამედიცინო წესების სრული დაცვით წარიმართა.

 


მსგავსი სახის საქველმოქმედო აქციებში საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფი პერიოდულად მონაწილეობს.

 


სისხლის დონაციის აქციას სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორი რევაზ კუჭუხიძე და ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.

 


სამხედრო ჰოსპიტალი უახლოეს მომავალში პროექტის - „აჩუქე სისხლი - აჩუქე სიცოცხლე“ განხორციელებას გეგმავს. პროექტის მიზანს უანგარო დონაციის კულტურის დანერგვა და დონორების წახალისება წარმოადგენს. პროექტში მონაწილე დონორები სამხედრო ჰოსპიტალში პრივილეგიებით ისარგებლებენ“, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი