ევროპარლამენტში აფგან მუხთარლის დაკავებასთან დაკავშირებული საკითხის განხილვა მიმდინარეობს. ევროპარლამენტი აფგან მუხთარლის საკითხთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტსაც უყრის კენჭს.
„ევროპარლამენტი: მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს დროული, გამჭვირვალე და ეფექტური გამოძიება და მოელის, რომ ყველა დამნაშავე პასუხს აგებს.
მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გამოიძიოს ეჭვები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სტრუქტურების შესაძლო მონაწილეობაზე აფგან მუხთარლის გატაცებაში. ამის შეუსრულებლობა კი ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების და ევროპული ღირებულებებისა და პრინციპების დარღვევა იქნება და ზიანს მიაყენებს საქართველოს რეპუტაციას საერთაშორისო არენაზე.
აზერბაიჯანის მთავრობას მოუწოდებს, მოუხსნას ბრალდება და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს აფგან მუხთარლი.
მოუწოდებს აზერბაიჯანის ხელისუფლებას, გადახედოს ყველა იმ დაპატიმრების საკითხებს, რომლებიც ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობას უკავშირდება“, ნათქვამია ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.