მოვუწოდებთ საქართველოს, აფგან მუხთარლის საქმეზე ჩაატაროს სწრაფი და სრულყოფილი გამოძიება, ხოლო აზერბაიჯანის ხელისუფლებას მოვუწოდებთ, აფგან მუხთარლის მოუხსნან ყველა ბრალდება და გაათავისუფლონ, აღნიშნული განცხადება ევროპარლამენტის წევრმა, სორაია პოსტმა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა, რომელზეც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის დაკავებასთან დაკავშირებულ საკითხს განიხილავენ.
„საქართველოს ტერიტორიიდან გაიტაცეს აფგან მუხთარლი. გატაცების მეორე დღეს აღმოჩნდა ბაქოში. ევროკავშირს აზერბაიჯანთან ფართო ურთიერთობები აქვს და სურს ამ ურთიერთობების გაღრმავება, მაგრამ ნათლად უნდა განვაცხადოთ შემდეგი, რომ სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევა მიუღებელია. მე ვთხოვ, ევროკომისარ იოჰანეს ჰანს, რომელიც ვიზიტად შემდეგ ოთხშაბათს ეწვევა ბაქოს, აღნიშნული შეშფოთება დააფიქსიროს აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან", განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა.
ევროპარლამენტში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საკითხთან დაკავშირებით დებატები დასრულდა. აღნიშნულ საქმეზე სიტყვით 20-მდე ევროპარლამენტარი გამოვიდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.