გიორგი მარგველაშვილმა ვატიკანში რომის პაპ ფრანცისკესთან შეხვედრა გამართა (ვიდეო)
10-04-2015, 09:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გიორგი მარგველაშვილმა ვატიკანში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, დღეს, მის უწმინდესობა, რომის პაპ ფრანცისკესთან შეხვედრა გამართა. საქართველოს პრეზიდენტსა და პირველ ლედის სამოციქულო სასახლის San Damaso-ს ეზოში, ვატიკანის ტრადიციისამებრ შვეიცარიული გვარდიის თანხლებით, რომის პაპის სახლის პრეფექტი არქიეპისკოპოსი გეორგ გენსუენი მიესალმა.

 

 

სახელმწიფოს მეთაურისა და მისი უწმინდესობის, რომის პაპ ფრანცისკეს პირისპირ შეხვედრა პაპის პირად ბიბლიოთეკაში გაიმართა.

 

 

შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენები და უსაფრთხოების გარემო განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოში ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებს. აღინიშნა, რომ წმინდა საყდარი როგორც წარსულში, დღესაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აქტიური მხარდამჭერია, რაც საქართველოსათვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ხაზი გაესვა მშვიდობის მნიშვნელობას ევროპასა და მთელ მსოფლიოში.

 

 

 

 

აღინიშნა, რომ 21-ე საუკუნეში დაუშვებელია არსებობდეს ხელოვნურად შექმნილი ბარიერები და გამყოფი ხაზები, ასევე ჰუმანიტარული და იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემები.

 


განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო, საქართველოს, როგორც უძველესი ქრისტიანული სახელმწიფოს როლს თანამედროვე სამყაროში.

 


„საქართველოს პრეზიდენტს ჰქონდა უაღრესად მნიშვნელოვანი შეხვედრა მის უწმინდესობა, რომის პაპ ფრანცისკესთან. განსაკუთრებით იქნა წარმოჩენილი ჩვენი ქვეყნის, როგორც უძველესი ქრისტიანული სახელმწიფოს მნიშვნელობა თანამედროვე სამყაროში და ის უმნიშვნელოვანესი როლი, რომელიც საქართველოს საუკუნეებიის განმავლობაში ჰქონდა, როგორც ცივილიზაციათა და კულტურათა შორის დიალოგის ადგილს. განხილულ იქნა ყველა ის საკითხი, რომელშიც საქართველომ შეიძლება ვატიკანის მხარდაჭერა მიიღოს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა - საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ.

 

 

პირისპირ აუდიენციის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა რომის პაპს პირველი ლედი და ქართული დელეგაციის წევრები წარუდგინა, რის შემდეგაც საჩუქრების გაცვლის ცერემონია გაიმართა.

 

 


გიორგი მარგველაშვილმა მის უწმინდესობას მცხეთის ჯვრის მონასტრის ამაღლების ბარელიეფის ასლი გადასცა. თავის მხრივ, რომის პაპმა ფრანცისკემ სახელმწიფოს მეთაურს წმინდა მარტინის ქვაზე გამოკვეთილი სკულპტურა უსახსოვრა და აღნიშნა, რომ მისთვის სასიამოვნო და სიმბოლურია ეს საჩუქარი გადასცეს პრეზიდენტს, როგორც საკუთარ ხალხზე მზრუნველსა და დამცველს.

 


გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა ქართულ დელეგაციასთან ერთად კულტურული ღონისძიების ფარგლებში ვატიკანის მუზეუმსაც დაათვალიერებენ.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი