ლონდონის პოლიციის ცნობით, ჩრდილოეთ კენსინგტონში მდებარე „გრენფილ თაუერის“ საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხი 17-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) იტყობინება.
27-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში, რომელსაც დაახლოებიღ 120 ბინა აქვს, ცეცხლი შუაღამისას გაჩნდა - სახანძრო სამსახურში პირველი ზარი 00:54 საათზე დაფიქსირდა - და „რამდენიმე ასეული“ ადამიანი იმყოფებოდა კორპუსში ამ დროს, უმეტესობას კი ეძინა. ცეცხლის გაჩენის მიზეზი ამ დრომდე უცნობი რჩება.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის განცხადებით, ლონდონის საავადმყოფოებში 68 პაციენტი იქნა გადაყვანილი, რომელთაგან 18 კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. დამატებით 10 პაციენტი თავისით მივიდა საავადმყოფოში, მაგრამ ბევრი ადამიანი დაკარგულად არის მიჩნეული და სოციალურ მედიაში მათი ახლობლები ინფორმაციის მიღებას ითხოვენ.
ხანძრის შედეგად კორპუსში გამომწყვდეული მცხოვრებელები თავიანთი ფანჯრებიდან ხტებოდნენ, ზოგიერთებს ხელში ბავშვებიც ეკავათ. ერთ-ერთმა თვითმხილველმა განაცხადა, რომ კორპუსის ფანჯრიდან გადმოსროლილი მცირეწლოვანი ბავშვი მოქალაქემ დაიჭირა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.