აღმოსავლეთ ჩინეთში ხუთშაბათს საბავშვო ბაღში მომხდარმა აფეთქებამ სულ მცირე 7 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, დაზიანებები მიიღო 59-მა ადამიანმა. ინფორმაციას „ფრანს პრესი“ ჩინეთის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
აფეთქება ძიანგსუს პროვინციის ერთ-ერთ ბაგა-ბაღში, ბავშვების ოთახში მოხდა. ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიის ცნობით, 2 ადამიანი აფეთქების ადგილას მოკვდა და 5 საავადმყოფოში. დაშავებულთაგან ცხრის მდგომარეობა სერიოზულია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.