დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, ტერეზა მეიმ დასავლეთ ლონდონში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ხანძრის გაჩენის მიზეზების დასადგენად საჯარო გამოძიების ბრძანება გასცა.
როგორც BBC იუწყება, ხანძარმა, ბოლო მონაცემებით, 17 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და მოელიან, რომ მსხვერპლის რაოდენობა გაიზრდება, რადგან მეხანძრეებს არ აქვთ იმის იმედი, რომ გადამწვარ „გრინფელ თაუერში“ უფრო მეტი გადარჩენილები იპოვონ.
დაკარგულად გამოცხადებულთა ახლობლები და მეგობრები მოუთმენლად ელოდებიან ახალ ამბებს თავიანთი საყვარელი ადამიანების შესახებ.
ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ ადამიანები „იმსახურებენ პასუხებს“ თუ რატომ გავრცელდა ცეცხლი ასე სწრაფად და ამაზე გამოძიება „მისცემს მათ“ პასუხებს.
მეიმ, რომელმაც კერძო, მოკლე ვიზიტი განახორციელა გადამწვარი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, განაცხადა: „[გადაუდებელი დახმარების სამსახურებმა] მითხრეს თუ როგორც გავრცელდა ცეცხლი და მოიცვა შენობა, რაც იყო სწრაფი, იყო მძვინვარე, იყო მოულოდნელი.
„ამგვარად, მართებულია, რომ ნებისმიერი პოტენციური საპოლიციო გამოძიების დამატებით, ჩვენ ვაწარმოოთ სრული საჯარო გამოძიება, რომ ძირისძირამდე გავარკვიოთ საკითხი“.
უფრო ადრე პრემიერ მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ ჩატარდება სრული გამოძიება და „თუკი რაიმე გაკვეთილები შეიძლება იქნეს ნასწავლი, ის ნასწავლი იქნება“.
გადამწვარ საცხოვრებელ კორპუსთან მივიდა „ლეიბორისტების“ ლიდერი ჯერემი კორბინი და საზოგადოებას განუცხადა, რომ „სიმართლე უნდა გაირკვეს“.
ლონდონის პოლიციის ცნობით, ჩრდილოეთ კენსინგტონში მდებარე „გრენფილ თაუერის“ საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა და მოსალოდნელია, რომ მსხვერპლის რიცხვი გაიზარდოს.
BBC -ის ცნობით, მეხანძრეებმა აალებული კორპუსიდან 65 ადამიანი გადაარჩინეს. თვითმხილველთა თქმით, ადამიანები საცხოვრებელ კორპუსში იყვნენ გამომწყვდეული და ზოგიერთი ფანჯრებიდან ხტებოდა, რომ გაქცეოდა ხანძარს.
27-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში, რომელსაც დაახლოებიღ 120 ბინა აქვს, ცეცხლი შუაღამისას გაჩნდა - სახანძრო სამსახურში პირველი ზარი 00:54 საათზე დაფიქსირდა - და „რამდენიმე ასეული“ ადამიანი იმყოფებოდა კორპუსში ამ დროს, უმეტესობას კი ეძინა. ცეცხლის გაჩენის მიზეზი ამ დრომდე უცნობი რჩება.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის განცხადებით, ლონდონის საავადმყოფოებში 68 პაციენტი იქნა გადაყვანილი, რომელთაგან 18 კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. დამატებით 10 პაციენტი თავისით მივიდა საავადმყოფოში, მაგრამ ბევრი ადამიანი დაკარგულად არის მიჩნეული და სოციალურ მედიაში მათი ახლობლები ინფორმაციის მიღებას ითხოვენ.
ხანძრის შედეგად კორპუსში გამომწყვდეული მცხოვრებელები თავიანთი ფანჯრებიდან ხტებოდნენ, ზოგიერთებს ხელში ბავშვებიც ეკავათ. ერთ-ერთმა თვითმხილველმა განაცხადა, რომ კორპუსის ფანჯრიდან გადმოსროლილი მცირეწლოვანი ბავშვი მოქალაქემ დაიჭირა.
ლონდონის სახანძრო სამსახურის განცხადებით, ხანძრის კერები ამ დრომდე რჩება, შენობის ჩამოშლის საფრთხე უკვე აღარ არსებობს და გრძელდება სამძებრო ღონისძიებები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.